ვიეტნამმა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
თავდაპირველად ვაქცინით სამედიცინო პერსონალი აიცრება.
„როდესაც თქვენი ჯერი მოვა, აუცილებლად გაიკეთეთ ვაქცინა, რათა ვირუსისგან დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. ამით ხელს შევუწყობთ ჯანმრთელი საზოგადოების არსებობას“,- ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვიეტნამში კორონავირუსის 2,512შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,920-ს შეადგენს.











