fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის” – პრემიერი დაშბაშის კანიონზე იმყოფებოდა

14:26 July 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
982
ნახვა

„ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის,“ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოგზაურები, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაშბაშის კანიონი დაათვალიერა, რომელიც ლამაზი ხედებით გამოირჩევა და ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა.

პრემიერის განცხადებით, ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული – ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები და წალკის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

September 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია