ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან Twitter-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ბედნიერი დამოუკიდებელობის დღე საქართველო, ამჯერად, ჩვენი და თქვენი პარტნიორი უკრაინიდან. ყოველთვის მარტივი არაა ამ სამეზობლოში დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ კარგია, რომ საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს. 26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, – აცხადებს კრამონი.
?? Happy #independenceday #Georgia #Sakartvelo, this time from your close partner – #Ukraine. #26May is a reminder that #Independance and #Freedom do not come easy but they are worth fighting for. In this fight you are not alone.
1/3 pic.twitter.com/C1Rh6SBXI7— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 26, 2021











