fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვის აქვს პატრიარქობის ამბიციები? – ფარულ ჩანაწერში ოთხი მიტროპოლიტი სახელდება

14:47 September 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
8.9k
ნახვა

გავრცელებული ფარული ჩანაწერების კრებსში სხვებთან ერთად ასახულია არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილისა და შორენა თეთრუაშვილის მეგობარი მონაზვნის საუბარი. დასახელებულია წმინდა სინოდის ის წევრები, რომლებსაც აქვთ პატრიარქობის ამბიცია, ილია მეორეს შემდეგ.

არქიმანდრიტი ფირცხალაიშვილი პატრიარქობის სავარაუდო მსურველებს შორის ასახელებს კონკრეტულ მღვდელმთავრებს.  ესენი არიან:

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობი (აქიაშვილი)

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ (გარმელია)

 

ცნობილია, რომ პატრიარქობის ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი გახლავთ მეუფე შიო, რომელიც ილია მეორემ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ წინასწარვე დაადგინა.

ვნახოთ, რა ვიცით სხვა კანდიდატების შესახებ და რამდენად რეალური ინფორმაცია მათი შესაძლოა რომელიმე მათგანი საპატრიარქო ტახტზე ვიხილოთ.

 

დიმიტრი შიოლაშვილი

 

მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ შიოლაშვილი, 1961 წელს დაიბადა. ბავშვობიდან იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მეთვალყურეობით. მცხეთის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1985 წელს აკურთხეს დიაკვნად. 1996 წლის ნოემბერში კი ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად და სახელად ეწოდა დიმიტრი. აი, ამ სიტყვებით მიმართა მაშინ ილია მეორემ ახალბედა მეუფეს:

„დღეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შენ ჩემი ახლობელი ხარ. ამის გამო, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. შენ მაგალითი უნდა იყო მორჩილებისა და თავმდაბლობისა, არამარტო მღვდელმთავრებისთვის, არამედ საერთოდ, სამღვდელოებისა და მორწმუნეთათვისაც“.

მას შემდეგ მეუფე დიმიტრი საპატრიარქოში ერთ-ერთ გავლენიან მიტროპოლიტად ითვლება. მის სახელთან ასოცირდება ეკლესიის შიგნით არსებული ისეთი რადიკალური დაჯგუფება, როგორიცაა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“. „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც სწორედ მეუფე დიმიტრის ხელდასხმული გახლავთ და მისი გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი მართლაც მოიაზრებოდა მომავალ პატრიარქად, თუმცა ციანიდის სკანდალის შემდეგ მან ღიად თქვა უარი საპატრიარქო ამბციებზე. „ტაბულასთან“ საუბრისას მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ აპირებს ამ სტატუსისთვის ბრძოლას და რომ სინოდის წარდგინების შემთხვევაშიც კი, მყისიერად მოხსნის კანდიდატურას.

მაშინ, მეუფე დიმიტრის ამ გადაწყვეტილების პარალელურად, თანამდებობა დატოვა მისმა სიძემ, სოსო ოხანაშვილმა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. აგორებული სკანდალის შემდეგ ოხანაშვილმა ქვეყანა დატოვა.

 

აბრაამ გარმელია

 

ჩანაწერების მიხედვით პატრიარქობის ამბიცია აქვს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიასაც, თუმცა, როგორც ჩანს ეს ინფორმაცია არაზუსტია, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით 72 წლის მეუფე აბრაამი ასაკობრივ ცენზს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ეროვნებით უნდა იყოს ქართველი

უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი

უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება

ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა

უნდა იყოს ბერი

აბრაამ გარმელია 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

მეუფე იობი

ჩანაწერების მიხედვით, პატრიარქობისთვის ბრძოლაში ჩაბმას უწინასწარმეტყველებენ მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობ აქიაშვილსაც. მეუფე იობი ცნობილია საჯარო პოლიტიკური განცხადებებით, მათ შორის ამბიონიდან. განაგრძეთ კითხვა

თეგები: საპატრიარქო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

October 25, 2021
792
საზოგადოება

შედგება თუ არა დიალოგი საპატრიარქოსა და აფხაზურ ეკლესიას შორის 

October 22, 2021
782
მთავარი ამბავი

10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება 

October 9, 2021
854

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია