fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვის ეზღუდება გაფიცვის უფლება – მთავრობამ საქმიანობები განსაზღვრა 

15:09 September 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

მთავრობამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა.

ჯანდაცვის მინისტრის 7 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას იმგვარად, რომ დაკმაყოფილებულია მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები და ამგვარი მომსახურება ხორციელდება უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე.

„მინიმალური მომსახურების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის მომსახურების მიმწოდებელი დასაქმებულთა მინიმალური რაოდენობა) განისაზღვრება კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე სუბიექტებს შორის მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგად, რომელიც უნდა შედგეს გაფიცვის შესახებ მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოს მიერ,“- ნათქვამია ბრძანებაში.

მთავრობის მიერ განსაზღვრული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობების ​ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში;
  • მუშაობა სტაციონარულ დაწესებულებებში ან/და ამბულატორიული დაწესებულების გადაუდებელი დახმარების სამსახურებში;
  • მუშაობა ელექტროენერგიის წარმოების, განაწილების, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სფეროში;
  • მუშაობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში;
  • მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში;
  • მუშაობა საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში;
  • მუშაობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სამსახურებში, მათ შორის:
  • მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;
  • მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;
  • მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;
  • მუშაობა სასამართლო ორგანოებში;
  • მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში;
  • მუშაობა სახანძრო უსაფრთხოების და სამაშველო სამსახურებში;
  • მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში.

თეგები: გაფიცვა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ქარხნის პიკეტირებას გეგმავენ

May 25, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია