ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ ესენი არცერთი არ არიან პოლიტპატიმრები, არიან დამნაშავეები და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები“, – განაცხადა ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება.











