ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდების მობილიზების, ასევე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგის მართვის კუთხით.
„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, ასევე მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდების მობილიზების, ასევე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგის მართვის კუთხით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი ქვეყანა მზად იქნება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, – განაცხადა ღიბრაძემ.











