რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული იფნორმაციით, პუტინი შეშფოთებას გამოთქვამს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობისკენ მიუთითებს.
„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საკითხი განიხილეს, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხარის სერიოზული დანაკარგი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.
პუტინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა დაპირისპირებული მხარეების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის ეს უკვე მეორე სატელეფნო საუბარია.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის იბრძვიან, რომელიც დიდი ხნის განამვლობაში სადავო იყო. იგი აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ კონტროლდება ეთნიკური სომხების მიერ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკებებია ამ რეგიონში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











