fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვოლსკი – რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს ჩვენი სამშობლოა

16:06 June 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მისი მიღების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„თითოეული ჩვენთაგანი, არის ის ფრაქციაში გაერთიანებული, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში თავის ემოციით, პიროვნული შეხედულებებით მოვიდა დღეს პარლამენტში. უკეთესი და უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვით – პარლამენტამდე. სხვადასხვა ისტორიები გავიარეთ და ბევრ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ რეალურად ერთი მთავარი თემაა, რომელიც წესით, უნდა გვაერთიანებდეს. რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და არავინ არ თქვას, არავინ არ დაიჯეროს, რომ საქართველო გარეშე ფაქტორის გარეშე შეიძლება იყოს წარმატებული.

მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას და მასში ჩვენს როლს, ჩვენს პოზიციას. ფაქტია, რომ უპრეცენდენტოა ის მდგომარეობა, რაც დღეს გაგვაჩნია საერთაშორისო სტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და  ევროკავშირთან ურთიერთობებში, თუ კი საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოზით ჩარეულია ჩვენს ისტორიაში, განვითარებაში და სიტუაციის დალაგებაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა არავინ არ თქვას, რომ საქართველოში საზოგადოების, ხალხის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, ვინც არ უნდა ჩაერიოს. ასე რომ დამოუკიდებლობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრადიცია შევინარჩუნოთ, ისტორიის საუკეთესო ნაწილების რეალიზაცია მოვახდინოთ ჩვენ ახალგაზრდობაში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გადაწყვეტილებაც სწორედ საქართველოში გადაწყდა და ვერ გაიზიარებს იმ ოპონენტების მოსაზრებებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში გარე ჩართულობაზე საუბრობს.

„ცვლილებებს უნდა დავუჭიროთ მხარი და პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა გავაგრძელოთ. ეს არის ის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ თუ კი ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა გვინდა. სტაბილურობა ის მთავარი ლოზუნგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ არსებობს, სტაბილურობის გარეშე განვითარებას ადგილი არ ექნება. წარმოდგენილი ცვლილებების დღევანდელი მხარდაჭერა იმის ქვაკუთხედია, რაზედაც ჩვენი მომავალი პოლიტიკური საზოგადოება უნდა აშენდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​

თეგები: გია ვოლსკისაკონსტიტუციო ცვლილებები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – გია ვოლსკი

December 30, 2021
767
პოლიტიკა

ლავროვის განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა – გია ვოლსკი

December 3, 2021
791
პოლიტიკა

თანხების გადინება დანიშნულების გარეშე, საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც – გია ვოლსკი

December 3, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია