fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვფიქრობ, არცერთ მხარეს დიალოგი არ უნდა – ვახტანგ მეგრელიშვილი

17:44 February 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ როგორც ვიცით, ორი თვეა, გაჩერებულია. შესაბამისად, რაღაც არ არის მართალი ერთი ან მეორე მხარის განცხადებაში. სინამდვილეში, არც ერთ მხარეს დიალოგი არ უნდა. ჩვენი აზრით, არც ერთს არ უნდა მოლაპარაკება, თორემ მოლაპარაკების სურვილის შემთხვევაში, ეს აუცილებლად გაიმართებოდა. – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განცხადა.

„ზოგადად, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. ეს ბუნებრივია და ნებისმიერი სახელმწიფოს თანამდებობის პირმა ასეთი განცხადება უნდა გააკეთოს, მაგრამ საქართველოში ახლა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. არავინ არ დავობს საქართველოში იმაზე, რომ ჩვენ სასამართლოს სისტემას აქვს სერიოზული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკაში, არ არის მხოლოდ სასამართლოს პრობლემა. ეს არის პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელი, რადგან ჩვენ სხვა ინსტიტუტები არ გვაქვს. ამიტომ, ვერ ვწყვეტთ პოლიტიკური კრიზისის პრობლემას. შესაბამისად, ის განცხადება, რომ კანონი ყველასთვის კანონია, საქართველოსნაირ ქვეყანაში ფაშიზმს ნიშნავს. ანუ, საქართველოსნაირ ქვეყანაში თქვენ თუ ყველანაირ კანონს შეასრულებთ, რომელიც ქაღალდზე გიწერიათ და ტვინს თუ არ დავატანთ, შეიძლება, ფაშიზმი მოვაწყოთ. ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, რომელიც კრიტიკულად შეხედავს ამა თუ იმ კანონს, ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, მცდარია ღარიბაშვილის პოზიცია. ნიკა მელია არ უნდა დააკავონ, მისი დაკავება იქნება პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება ორ პოლიტიკურ ძალას შორის. „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას საქმეს განიხილავს, როგორც სამართლებრივ პრობლემას, სინამდვილეში, ეს სამართლებრივი პრობლემა არ არის, არამედ პოლიტიკური პრობლემაა. შეიძლება, სამართლებრივი პრობლემის საფუძვლები არის ამ პრობლემის საწყისში. მეც ვიყავი იმ დღეს დაკავებული, როცა ნიკა მელია დააკავეს. შესაბამისად, მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, აქედან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სულ ვლაპარაკობთ, რომ მოლაპარაკების გარდა, გზა არ არის. ამას გვეჩხუბება როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, რომ ჩვენ მარტო ამ პოზიციაზე ვართ და ვიძახით, რევოლუცია, პოლიტიკური დევნა არ მოსულა. ჩვენი პოზიცია არც ერთ მხარეს არ მოსწონს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

თეგები: ვახო მეგრელიშვილიოპოზიციახელისუფლება

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს

December 3, 2021
766
პოლიტიკა

“ამ საძაგლობაში მონაწილეობას არ მივიღებთ”- ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

December 1, 2021
784
პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივაზე უარს ამბობს

November 26, 2021
828

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია