დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. სამი ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ატაცში 222 კილოგრამის აწევით, მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ვულოცავ მთელ საქართველოს!“, – წერს კახა კალაძე.











