ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო რეგიონის მცხოვრებებს ურჩევს, რომ დღესასწაულებზე ოჯახში შეკრების დროს პირბადე ატარონ. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
„2021 წლის პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში დაავადების შემდგომი აფეთქების მაღალი რისკი არსებობს. ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს განცხადებაში.











