კორონავირუსი გრიპი არ არის. ამ ვირუსმა ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა,- ამის შესახებ ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ რადგან ახალგაზრდები არიან არ აქვს მნიშვნელობა ინფიცირდებიან თუ არა კოვიდით. კორონავირუსი გრიპი არ არის. ამ ვირუსმა ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ კიდევ ვერ ვხვდებით ბოლომდე იმას, თუ რა სიმპტომები დაუტოვა ვირუსმა გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებს. მათაც კი, ვისაც ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა, გამოჯანმრთელების შემდეგ მაინც დარჩათ ისეთი სიმპტომები როგორებიცაა: ინსომნია, დეპრესია, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, შფოთვა. ეს ის სიმპტომებია, რომლებიც გრძელვადიან კოვიდს ახასიათებს“,- განაცხადა გებრეიესუსმა.











