მოთმინება გვმართებს, ვაქცინაციისთვის გარკვეული დროა საჭირო,- ამის შესახებ WHO-ს ევროპული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ევროპის 35-მა ქვეყანამ ვაქცინის 2,5 მილიონი დოზა მიიღო. მოთმინება გვმართებს, ვაქცინაციისთვის გარკვეული დროა საჭირო. სოლიდარობა არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ვაქცინაციას ზუსტად ერთ დროს დაიწყებს. არამედ ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა ქვეყანამ კარგად გაანალიზოს: არავინ არ იქნება უსაფრთხოდ, მანამდე სანამ ვირუსისგან ყველა ადამიანის დაცვა არ მოხდება“,- განაცხადა კლუგემ.











