ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.
„პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. თუმცა, პოზიტივის საფუძველი არსებობს. წლი პირველი ორი თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვირუსისა და ახალი შტამების შეჩერება შესაძლებელია. ვაქცინაცისაა და პრევენციული ზომების კომბინაციით ჩვენ შეგვიძლია პანდემიაზე კონტროლი რამდენიმე თვეში დავამყაროთ. ეს ყველაფერი მთავრობების გადაწყვეტილებებსა და ადამიანების ქცევებზეა დამოკიდებული. არჩევანი თქვენზეა“,- აცხადებს გებრეიესუსი.











