ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ქვეყანაში 14 იანვარს ჩავა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ექსპერტების ვიზიტის მიზანი კორონავირუსის წარმოშობის გამოკვლევაა. ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.











