ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის, სოუმია სვამინათანის განცხადებით, სხვადასხვა ვაქცინების კომბინაცია „საშიში ტენდენციაა“, რადგან ვაქცინების შერევისას ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ მცირე მონაცემებია ხელმისაწვდომი.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ვაქცინების შერევა ცოტა საშიში ტენდენციაა. ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები.
ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე ან მეოთხე დოზას“,- აცხადებს სვამინათანი.











