შვედეთი კოვიდ-19-ის ექსპერიმენტს ამთავრებს, – ამ სათაურით სტატიას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
„სხვა ევროპელების მსგავსად, შვედები ზამთრის სეზონს მთელი რიგი აკრძალვებით იწყებენ. შეზღუდვები შეეხება როგორც ადამიანების შეკრებას, ასევე სკოლებს“,- წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შვედეთი ვირუსთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიით გამოირჩეოდა. კერძოდ, ქვეყანაში ლოქდაუნი არ გამოცხადებულა.











