აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვაპროტესტებთ ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნას და სწორედ ეს არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც აღარ იქნება. ასე რომ, ეს აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან. ულტიმატუმი, რაც ჯერჯერობით მოვისმინეთ, ხელისუფლების მხრიდან არსებობს. გუშინ გაუსვა წითელი ხაზები და დასვა წერტილები პრემიერ-მინისტრმა. ასე რომ, ჯერ თავის რიტორიკაში ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ – დიალოგი თუ წითელი ხაზების გავლა, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონით მსვლელობა იმართება.











