fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზალკალიანი: 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა

00:56 April 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა. ამ დღეს თავისუფლების იდეის გარშემო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ჯარმა უმოწყალოდ დაარბია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ორი წლის შემდეგ, სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რითაც ეს თარიღი, ტრაგიკულ მოგონებასთან ერთად, ეროვნული მისწრაფებების გამოღვიძების, სიამაყისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა და არა მხოლოდ, 9 აპრილი ხომ საქართველოს წინაშე ჩვენი წილი პასუხისმგებლობის შეხსენების დღეცაა.

9 აპრილის გმირებმა სათავე დაუდეს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ეს მომავალი ცალსახად ევროპულ სამყაროში ინტეგრაციას უკავშირდება. დიახ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ნათელი, მშვიდობიანი და წარმატებული მომავალის გარანტიაა, უფრო მეტიც, ეს არის ხსნის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავის გაცნობიერებულ არჩევანად, უპირველეს პრიორიტეტად და გაცხადებულ პოლიტიკად აქცია.

დამოუკიდებლობის მოპოვებაზე რთული, სამწუხაროდ, მისი შენარჩუნება გამოდგა. დღეს საქართველოს კვლავ რუსეთის უწყვეტ სამხედრო აგრესიასთან უწევს გამკლავება. ეს აგრესია დღითიდღე ძლიერდება და ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის, თუმცა, ის ვერასდროს შეუქმნის საფრთხეს საქართველოს მისწრაფებას შედგეს ევროპული ტიპის დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოდ.

დასავლეთში საქართველოს დღეს ბევრად მეტი პარტნიორი და მეგობარი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მათი მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისკენ სწრაფვას. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენს ევროპულ ფესვებს და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ტერიტორიულ მთლიანობას“ – წერს დავით ზალკალიანი.

 

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა (ვიდეო)

თეგები: 9 აპრილიდავით ზალკალიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

September 29, 2021
842
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

September 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

September 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია