„თავისუფლება ზაზა გახელაძეს”, -საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მამაკაცის გათავისუფლების მოთხოვნით, მის მშობლიურ სოფელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა 33 წლის მამაკაცი, რომელსაც 12 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი, ოჯახს დროულად დაუბრუნდეს.
გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 7 თვის წინ დააკავეს. დაკავებისას ის ფეხის არეში დაჭრეს.
ავტორი: თათია გოლოშვილი








