„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ უკვე გააკეთა არჩევანი. მან ხმა ქუთაისში, #14 საარჩევნო უბანზე მისცა .
„ქუთაისის #23 მაჟორიტარული ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დღეს მეც ისე მივედი, როგორც რიგითი ამომრჩეველი და უკვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი.
ზუსტად ვიცი, ღირსეული, გონივრული და სამართლიანი არჩევანი გავაკეთე. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანიც ასე მოიქცევა, მივა საარჩევნო ყუთთან და საქართველოს საუკეთესო მომავალს მისცა ხმა.
მე ჩემს თანაქალაქელებთან ერთად გავიარე წინასაარჩევნო პერიოდი და მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველას მადლობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის!
მშვიდობიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს!“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისელებს მოქალაქეობრივი აქტიურობისკენ მოუწოდა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ავტორი: კესო მოლაშხია











