ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა ეწერის 72-ე უბანზე, რომელიც ყოფილი კოლეჯის შენობაში მდებარეობს, იქ მისულ ამომრჩეველს სიბნელეში უწევს ხმის მიცემა. ფაქტი ადგილზე „პრაიმტაიმნიუსმა“ გადაამოწმა.
შენობას, სადაც ამომრჩევლები ხმას აძლევენ მიეწოდება დაბალი სიხშირის ელექტროენერგია და ეს ფაქტი ამომრჩეველს ხმის მიცემის დროს პრობლემას უქმნის. კომისიის წევრები იძულებულები არიან ადგილზე სანთლებიც გამოიყენონ.



ავტორი: თეა შონია











