უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის მთავრობამ შვიდი დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავება და დამტკიცება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ცნობისათვის, უკრაინაში კორონავირუსის 1.7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 34 333-ია.











