ზესტაფონში, მოსახლეობა გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს აფეთქებებს აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთ გვირაბი მათი სოფლის ქვეშ გადის.
აფეთქების დროს დაზიანდა სახლები და ჩავარდა მიწა. მოსახლეობა მოითხოვს, გვირაბის სამუშაოები აფეთქების გარეშე, სპეციალური ტექნიკით შესრულდეს.
ადგილობრივები ასევე კომპენსაციას, ან უსაფრთხო ადგილზე გასახლებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, კომპანია სამუშაოების განახლებას პოლიციის ძალით გეგმავს.
ადგილზე სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანია ახორციელებს.
ავტორი: კესო მოლაშხია











