წყალტუბოს სოფელ ჟონეთში, სადაც ნამახვანჰესი უნდა აშენდეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ აქცია გამართა. ისინი დაწყებულ სამუშაობს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა მოსახლეოას საფრთხეს შეუქმნის.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ რიონისხეობის მოსახლეობას და ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
მოძრაობის „რიონისხეობის გადარჩენისთვის“ წევრები 74-ე დღეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
ავტორი: კესო მოლაშხია











