ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა. ჟურნალისტის თქმით, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია არ მიაწოდა, რადგან არსებობდა წყაროს გამჟღავნების რისკი.
„არცერთი დამატებითი დეტალი არ მითქვამს, ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებითა და ეთიკით, იმიტომ რომ არსებობს მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა, ოქმში ეს პოზიცია დავაფიქსირე.
წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან,”-განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს, „შაბათის ფორმულაში“ გასული მასალების მიხედვით, ირკვევა რომ სანდო წყარო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მოტივად სამი მაღალჩინოსნის კომპრომატებს ასახელებს. წყაროს ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა დახურულ ფაილებში შეაღწია. ასევე, „შაბათის ფორმულამ“ სანდო წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს მას „ვოთსაფში“ დაურეკეს და კონკრეტული ლოკაცია გაუგზავნეს.











