ვაქცინა, რომელიც უკვე აღიარებულია უნდა იყოს სავალდებულო – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ვაქცინა, რომელიც ჯერ არ არის აღიარებული ნებაყოფლობითად უნდა დარჩეს.
“ზოგო ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მაგრამ ზოგი ვაქცინა უნდა იყოს სავალდებულო. ვაქცინას, რომელსაც არ აქვს სრული აღიარება, სრული თანხმობა, რომელსაც არ აქვს ყველა კვლევა გავლილი და არ აქვს 100%-იანი ავტორიზაცია ის ვაქცინა არ უნდა იყოს სავალდებულო მე წინააღმდეგი ვარ მაგის, მაგრამ ის ვაქცინა, რომელიც უკვე არის აღიარებული და რომელიც არის ეფექტური ეს ვაქცინა უნდა იყოს სავალდებულო“,- გააცხადა გიორგი ფხაკაძემ











