ზუგდიდის მუნიცპალიტეტის აგრარულ ბაზარში რეკომენდაცია უკვე გაიცა და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.
დახურულ პავილიონებში მოქალაქეები არ დაიშებიან პირბადის გარეშე, როგორც გასასვლელში ასევე შემოსასვლელში დამონტაჟებულია დეზობარიერები .
აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი სხდომის შემდეგ ბაზრობებზე თერმოსკრინინგის და შერჩევითი ტესტირების ჩატარების შესახებ განაცხადა.
ავტორი: თეა შონია











