ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირის მე-2 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა ორ პედაგოგს და რამდენიმე მოსწავლეს, რის გამოც სკოლა ნაწილობრივ ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
„როგორც სკოლის დირექტორმა მომაწოდა ინფორმაცია,კორონავირუსი დაუდასტურდა პირველი, მე-3, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, ასევე 2 პედაგოგს, რის გამოც ამ კლასებში სწავლება ონლაინ გაგრძელდება”, – აცხადებს “პრაიმტაიმთან” ზუგდიდის განათლების რესურცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბულია.
ცნობისთვის,18 იანვარს სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი დაიწყო, რომელიც დიდი ქალაქების გარდა ყველგან საკლასო ოთახებში განახლდა,მათ შორის ზუგდიდის სოფლებშიც.
ხოლო ქალაქის საჯარო სკოლებში სწავლება 1 თებერვალს განახლდება.
ავტორი: თეა შონია











