ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი უნივერმაღის შენობაში მდებარე სავაჭრო ცენტრში ამ წუთებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ჯანდაცვის წარმომადგენლები აქ მომუშავე ადამიანების ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ.
ისინი აცხადებენ, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს იკვლევენ.
ასევე კოვიდდადასტურებული შემთხვევაა ყოფილი უნივერმაღის შენობის წინ მდებარე ოქროს ბირჟაზეც.
ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, კოვიდ-19 დაუდგინდა ასაკოვან ქალს, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მესანთლეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ელოდებიან დაზუსტებულ პასუხებს და მონაცემებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
ავტორი: თეა შონია










