ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საავარიო გასასვლელების არქონის გამო, შესვლა უჭირს სახანძრო მანქანას, რის გამოც ხანძარს ხელით აქრობენ მეხანძრეებიც და მოვაჭრეებიც.
ავტორი: თეა შონია










