ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მღვდელმსახურებსა და სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.
დღეს PCR ტესტირება მიტროპოლიტ გერასიმეს, მღვდელმსახურებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს წირვის დასრულების შემდეგ ჩაუტარდათ.
მეუფე გერასიმეს თქმით, ტესტირება მათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მანამდეც სისტემატურად უტარდებოდათ.











