ზუგდიდში, ცენტრალურ სოხუმის ქუჩაზე „ბეემვეს“ და „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
პირველადი ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ამავე ცნობით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილში ბავშვებიც ისხდნენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს. ოთხი დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: თეა შონია











