ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსზე 649 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
გამოკვლეულთა შორის 6-ს Covid-19 დაუდგინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლმა მალხაზ თორიამ უთხრა. მისი ცნობით,კორონავირუსი აფხაზეთიდან გადმოყვანილ და საკარანტინო სივრცეში მყოფ 4 პირს დაუდასტურდა, რომლებიც ე.წ საბერიოს კლასტერის კონტაქტები არიან.
გარდა ამისა, თორიას განმარტებით,ვირუსი დაუდასტურდა ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. ასევე, სენაკში მცხოვრებ ერთ პირს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინფიცირებული ქალის კონტაქტია.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი 139 მოქალაქე იმყოფება.
ავტორი: თეა შონია











