სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდში გამოვლენილი ახალი შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია.
რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ხაიშის სკოლის მოსწავლეების კონტაქტებს, ამ დრომდე არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ამ დროისთვის, ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე მდებარე ორივე ოქროს ბირჟა დაკეტილია.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში 22 სექტემბერს გამოვლენილი ორი შემთხვევის 34 კონტაქტს კორონავირუსი უკვე დაუდგინდა.
ავტორი: თეა შონია











