ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიასთან, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,რომლის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაბრუნდა.
სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტორი : თეა შონია











