fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზურაბ გურული: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს

11:48 May 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
842
ნახვა

ერიდეთ უკიდურესობებს! უკიდურესობები ანტიმეცნიერებაა, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ანტივაქსერობაც და ვაქცინის აგრესიულიპროპაგნდაც არამეცნიერულია.

„კოვიდ-პანდემიამ კლინიკურ თავსატეხებთან ერთად სერიოზული წინააღმდეგობები შექმნა სამედიცინო დეონტოლოგიაში. დარწმუნებული ვარ, არაერთი შრომა მიეძღვნება ამ საკითხს. პანდემია კომპლექსური პრობლემაა და შესაბამისად, კომპლექსური მორალური დილემებიც წარმოქმნა. როგორ უნდა მოიქცეს პროფესიონალი ექიმი ისეთ სიტუაციაში, როდესაც მის წინაშე მრავალუცნობიანი ეთიკური განტოლებაა? საიდან უნდა დაიწყოს ამოხსნა?
ყველაზე მართებული ალბათ მკურნალის მთავარი ეთიკური პრინციპის: – არ ავნო! -უზენაესობაა. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია და სიტუაციის მიხედვით მოსარგები. თუ ამ პრინციპს ყველაფერზე მაღლა დავაყენებთ, მაშინ გასაგები ხდება, თუ რატომ შეაჩერა დროებით ამერიკამ ჯონსონის ვაქცინის გამოყენება, ისევე როგორც ევროპამ ასტრაზენეკასი. ვაქცინის მიერ გამოწვეული გართულებები ძირითადათ შეეხო ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დიდი ალბათობით უპრობლემოდ გადაიტანდნენ კოვიდს, თუმცა ასპროცენტიანი ალბათობით ამის მტკიცებაც შეუძლებელია; და მაინც, ამ შემთხვევაში ვაქცინამ პოტენციურად ლეტალური გართულება გამოიწვია. სტატისტიკური უმნიშვნელობის მოშველიება აქ შეუძლებელია, რადგან უზენაესი ეთიკური პრინციპი უზენაესია. ვის წინაშე არის პასუხისმგებელი ინდივიდი-ექიმი? კაცობრიობის კეთილდღეობის, თუ ინდივიდი-პაციენტის, როდესაც იგი გადაწყვეტილებას იღებს?
ანტივაქსერობა თავისთავად ანტიმეცნიერებაა, მაგრამ არის თუ არა ანტიმეცნიერება ვაქცინაციის აგრესიული ქადაგებაც? ნებისმიერი უკიდურესობა ანტიმეცნიერებაა, რადგან უკიდურესობა გამორიცხავს საწინააღმდეგო მოსაზრების დაშვებას. ოპონენტის ოპონირების გარეშე კი ვერცერთი სამეცნიერო ნაშრომის ოფიციალური აღიარება ვერ შედგება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს. აპირებს მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდივიდი არ არის, ორგანიზაციაა, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა კაცობრიობის კეთილდღეობაა. კაცობრიობა კი უნდა აიცრას, რაც შეიძლება სწრაფად და ამისათვის ყველა ვაქცინა უნდა იქნეს გამოყენებული.
დანარჩენი კი თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ ვაქცინა შედარებით დაბალეფექტურია, მაშინ ქვეყანა ვერ გაიხსნება ალბათ. მაგალითები სახეზეა; სინოფარმით აცრილი სეიშელის კუნძულები, ჩილე … ინდივიდებს კი თავისი ინტერესები აქვთ. მათ დაცვა სჭირდებათ და როდესაც დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს, მაშინ ის უნდა გამოიყენო, რაც ხელთა გაქვს; გონივრული მიდგომაა.
და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ინდივიდი-პროფესიონალი, როდესაც მთავრობას აძლევს რეკომენდაციას? როდესაც ინდივიდს?
რთული კითხვაა.
ერიდეთ უკიდურესობებს! უკიდურესობები ანტიმეცნიერებაა.”, – წერს ზურაბ გურული.

თეგები: ვაქცინაზურაბ გურული

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გამყრელიძე: სასურველია ვაქცინის ბუსტერი დოზა იმუნიზაციიდან 6 თვის შემდეგ გაკეთდეს

December 9, 2021
1.3k
საზოგადოება

24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო 24 941  აცრა ჩატარდა

September 15, 2021
796
საზოგადოება

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო

September 12, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია