26-ში 15:00-ზე გირჩის ახალი ყრილობა იქნება, სადაც ახალი „გირჩი” დაფუძნდება“, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის სახელი და ლოგოც იგივე იქნება.
„ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, რაღაც ნაწილს ამ ქვეყნის საზოგადოების, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია, საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს საქმეს, რაზეც ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი დავხარჯე.
მე ვაპირებ, რომ იგივე გავაგრძელო ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემ გვერდითაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.











