დღეს ზურაბ ჯაფარიძე ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
ყრილობაზე, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება, პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტია დარეგისტრირდება სახელით „მეტი თავისუფლება-გირჩი”.
შეგახსენებთ, თანაპარტიელებთან გამიჯვნის შესახებ, ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – დაწერა ჯაფარიძემ.











