„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის არ სჯერა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისია შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი არ ყოფილა.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის არ მჯერა. არ მჯერა, რომ ახლა შესაძლებელია რაღაცების გამოძიება. გაცხადებული მაქვს მხოლოდ იმაში მივიღებ მონაწილეობას, რაც გაწერილია შარლ მიშელის დოკუმენტში. ეს კომისია გაწერილი არ არის. საარჩევნო რეფორმაზე იმიტომ მოვედი, რომ იქ გაწერილია. აქამდე პარლამენტში ერთხელ ვარ ნამყოფი, როცა ჩემს მოსვლაზე იყო დამოკიდებული ერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.











