“ზურაბ ჯაფარიძემ ზუსტად იცის, მე რასაც ვაკეთებ და ისიც იცის, რომ პირველივე დღიდან რასაც ვამბობდით, იმის გაგრძელებაა ეს”, – ასე გამოეხმაურა პარტია “გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ზურა ჯაფარიძის განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ.
“მას თუ ახლა, ზოგადად, იმის გამო, რომ პოლიტიკური გამიჯვნა უნდა ჩვენგან და უფრო მაგარ ოპოზიციონერად უნდა გაეძროს, ამ მიზნით მას თვითონ შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა. მე არაფერს დავუშლი, მაგრამ გირჩს აქვს თავისი ჩამოყალიბებული სწორი პოზიცია. ძალიან მორალურად გამართული, ფაქტობრივად უნაკლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოსწონს არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ისინი ვერ მაკრიტიკებენ საჯაროდ და ვერ იძახიან იმას, რომ ჩვენ ვინმეს შევეკარით ან შემოვეკარით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში.
ვაპირებ, ინდივიდუალურად მივმართო პარლამენტს, რომ მანდატზე უარს ვამბობ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე










