პარიტა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ იგი თავად ავრცელებს.
როგორც იგი ამბობს, მას საჯარო აქტივობების შეწყვეტა უწევს და კამპანიას მხოლოდ ონოლაინ რეჟიმში გააგრძელებს.
„კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ“,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.











