fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს

19:47 October 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
918
ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს და სავარაუდოდ არც არასდროს შეხვედრია მათ. ამის შესახებ ნოღაოდელმა „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვრის დადგენის საკითხში მხოლოდ უშიშროების საბჭოს სხდომების ფარგლებში იყო ჩართული.

„უნდა ითქვას, რომ ჩემი გამოკითხვა, მგონი, არ ეხებოდა ექსპერტების დაკავებას, რადგან მე იმ ხალხს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და არც მათი საქმიანობის დეტალებს არ ვიცნობ. ჩემი გამოკითხვა ამ ჩემი წერილის ირგვლივ იყო.

ჩემი სურვილია, რომ ჩემდა უნებურად არ გავხდე დღევანდელი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის მონაწილე და მაქსიმალურად ავარიდებ თავს პარტიულ თუ პოლიტიკურ კომენტარებს.

მე პირადად, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს განვიხილავდი მხოლოდ, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში.  მართალი რომ გითხრათ, ვინ იყო მომხსენებელი არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ.

არ მახსოვს, იყვნენ თუ არა ოდესმე იმ უშიშროების სხდომაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

თეგები: დავით გარეჯის საქმეზურაბ ნოღაიდელი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

October 13, 2021
868
ეკონომიკა

საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი – ზურაბ ნოღაიდელი

May 29, 2021
795
მთავარი ამბავი

განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება – ირაკლი ღარიბაშვილი

May 5, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია