ამბიციური გეგმები და დეტალური ანალიზი ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში. ყველა დარგი და მიმართულება საინტერესოა, თუმცა მთავარი მე მაინც სოც-დაუცველების გარანტია მგონია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა: დასაქმებულ სოც-დაუცველებს დახმარება არ შეუწყდებათ.” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ორემიერ-მინისტრის ანგარიშსს.
„ამბიციური გეგმები და დეტალური ანალიზი ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში. ყველა დარგი და მიმართულება საინტერესოა,თუმცა მთავარი მე მაინც სოც-დაუცველების გარანტია მგონია,რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა: დასაქმებულ სოც-დაუცველებს დახმარება არ შეუწყდებათ! სახელმწიფო,რომელიც მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფიქრობს, აუცილებელია მეტ სოციალიზაციას, ჩართულობას და ინკლუზიას ქმნიდეს.
დოვლათს მოქალაქეთა არამხოლოდ გარკვეული კატეგორია,არამედ მოსახლეობის 90% ქმნის და ათასობით ქმედითუნარიანი სოც-დაუცველის ჩართვა საერთო დოვლათის შექმნაში სასარგებლო იქნება,როგორც სოციალური ფონის,ასევე ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.











