საქართველოს პრეზიდენტმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების გამო მიღებული გადაწყვეტილებისათვის.
მომავალ წელს საქართველო და ინდოეთი დიპლომატიური ურთეირთობების 30 წელს აღნიშნავენ. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ თარიღისთვის საქართველოსა და ინდოეთში გაიმართოს ჩვენი ქვეყნების კვირეული.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა – ვაჭრობა, ინფრასტრუქტურურა, ენერგეტიკა. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით აღინიშნა საქართველო – ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და ინდოეთს აქვთ შესაძლებლობა გააღრმაონ თანამშრომლობა მედიცინის, ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში.
საუბარი შეეხო, როგორც რეგიონში შექმნილ ვითარებას ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ბორდერიზაციას, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გატაცებებს.











