გიგი უგულავას მიერ ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ცემის ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს. „რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე. #არგათეთრდებისყორანი“, – ვკითხულობთ პოსტში.