გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
„რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.
მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე. #არგათეთრდებისყორანი“, – ვკითხულობთ პოსტში.











