„სცემეს და მდინარეში გადააგდეს“ – პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 5 დაკავებულს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს გაქცევის შემდეგ მდინარე არაგვის ნაპირამდე სდიეს, იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მდინარეში გადააგდეს. შეგახსენებთ, ამ საქმეზე 17 პირია პატიმრობაში. … ვრცლად „სცემეს და მდინარეში გადააგდეს“ – პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა