ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 5 დაკავებულს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს გაქცევის შემდეგ მდინარე არაგვის ნაპირამდე სდიეს, იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მდინარეში გადააგდეს.
შეგახსენებთ, ამ საქმეზე 17 პირია პატიმრობაში. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.











